ვიცეპრემიერი, ლევან დავითაშვილი ყატარის საინვესტიციო სააგენტო დელეგაციას შეხვდა

ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი ყატარის საინვესტიციო სააგენტოს რეგიონული ანალიზისა და ბიზნესის განვითარების დირექტორს, მუბარაქ აბდულაზიზ ალ-ხულაიფის და მის თანმხლებ პირებს შეხვდა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე – ირაკლი ნადარეიშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” დირექტორის მოადგილე – თორნიკე ზირაქიშვილი. შეხვედრაზე ყატარის მხარის წარმომადგენლები გაეცნენ პრეზენტაციას საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების, მაკროეკონომიკური ვითარების, ლიბერალური ბიზნესგარემოს და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შესახებ, რომლის თანახმადაც ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილი ნულოვანი განაკვეთით გადის მსოფლიო ბაზრის 1/3 – ზე.
თავის მხრივ, ყატარის საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ბიზნეს- და საინვესტიციო კლიმატი და ინტერესი გამოთქვეს, უკეთ შეისწავლონ ცალკეული საინვესტიციო პროექტები. ამავე დროს, ხაზი გაესვა იმასაც, რომ საქართველო და ყატარი წარმატებით თანამშრომლობენ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, მათ შორისაა, სამოქალაქო ავიაცია, ტურიზმი, ორმხრივი ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა და სხვ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები