მიხეილ სარჯველაძე: არავის დავეთანხმები, ვინც იტყვის, რომ „მოსმენების კანონთან“ დაკავშირებით არსებობს ეჭვები ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობის თვალსაზრისით

არავის დავეთანხმები, ვინც იტყვის, რომ „მოსმენების კანონთან“ დაკავშირებით არსებობს ეჭვები ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობის თვალსაზრისით. ამას კატეგორიულად ვერ დავეთანხმები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„მართალია ითქვა, რომ თავდაპირველი განხილვები დაჩქარებული იყო, მაგრამ იყო სრულფასოვანი. მეორე ეტაპზე კი, ვეტოს დაძლევის პროცესში, დაახლოებით 6-საათიანმა საკომიტეტო განხილვამ და პლენარულ სხდომაზე დებატებმა სრულფასოვნად წარმოაჩინა, რომ ე.წ. მოსმენების კანონპროექტების საწინააღმდეგოდ, რეალური არგუმენტი არ არსებობს. არავითარი ევროპული სტანდარტი არ უარესდება. ცალკეული გადაწყვეტილებები, რომელსაც ეს კანონპროექტი ასახავს, განპირობებულია ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად. აიხსნა, რით არის ნაკარნახები ეს გადაწყვეტილება. ის არაფრით ლახავს ზღვარს, რასაც ევროპული საუკეთესო სტანდარტი ჰქვია. აქედან გამომდინარე, ამ კანონპროექტის წინააღმდეგ კრიტიკა გამართლებული არ უნდა იყოს“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები