უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში 30-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს.
მისი თქმით, დონბასში და ქვეყნის სამხრეთ ნაწილში სასტიკი ბრძოლები გრძელდება.
„ჩვენი არმია, უკრაინის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახური რამდენიმე ოპერატიული მიმართულებით წარმატებით აგრძელებს აქტიურ მოქმედებას. ამჟამად შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს და კონტროლი დაამყარეს 30-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე ხარკოვის ოლქში. რეგიონის სოფლების ნაწილში ტარდება ტერიტორიის შემოწმების ღონისძიებები, თანდათან კონტროლს ვამყარებთ ახალ დასახლებულ პუნქტებზე – ყველგან ვაბრუნებთ უკრაინულ დროშას და ჩვენი ხალხის დაცვას. არ გვავიწყდება სხვა მიმართულებებიც.
სასტიკი ბრძოლები გრძელდება დონბასშიც, ჩვენი ქვეყნის სამხრეთ ნაწილშიც. ვთხოვ უკრაინელებს გათავისუფლებული ტერიტორიიდან – გთხოვთ, შეატყობინეთ ჩვენი ძალების წარმომადგენლებს თქვენთვის ცნობილი ნებისმიერი ინფორმაცია უკრაინულ მიწაზე ოკუპანტების დანაშაულების შესახებ“ ,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.