ვინ გახდება -„საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის“ – ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიის წლევანდელი ლაურეატი

12 სექტემბერს,15 საათზე, მთაწმინდის პანთეონში შედგება დაჯილდოების მეექვსე ცერემონია პროექტის „ილია 185 – თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში.
როგორც „კვირას“ „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ წარმომადგენელმა, რეჟისორმა გიორგი სავანელმა აცნობა, ყოველწლიური ჯილდო „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია – საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის“ 2017 წლიდან გაიცემა.
პრემიის დაარსების მიზანია:
საზოგადოებრივი ინიციატივების პრიორიტეტულობის და მათდამი ინტერესის ზრდა, სტიმულირება; საზოგადოების გამორჩეული ღვაწლის მქონე წარმომადგენელთა/ორგანიზაციათა პოპულარიზაცია, წახალისება და სტიმულის მინიჭება;
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მხრიდან ეროვნული, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის მოტივაციის ამაღლება.
წინა წლებში, „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია – საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის“, მინიჭებული აქვთ:
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას (2021) ილიკო და ნინო სუხიშვილებს (2020);
„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას“ (2019);
როსტომ ჩხეიძეს (2018);
კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს (2017).
„ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ყოველწლიური ჯილდოს გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს სარეკომენდაციო საბჭო, შემდეგი შემადგენლობით: ლია სტურუა /პოეტი/; დიმიტრი შველიძე /ისტორიკოსი, პროფესორი/; კონსტანტინე გამსახურდია /დიპლომატი/; ივანე ამირხანაშვილი /ლიტერატორი, კრიტიკოსი/;
ნინო ზაუტაშვილი /მედიამენეჯერი, ჟურნალისტი/; ბაღათერ არაბული /პოეტი, გამომცემელი/; ნინო სადღობელაშვილი /პოეტი, დრამატურგი/; გიორგი სავანელი /რეჟისორი, დრამატურგი/; დეკანოზი გიორგი წეროძე /კაპელანი. ფილოსოფოსი/.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები