ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, ამიტომ, ისინი ვერც არჩევნებს იგებენ და ვერც რევოლუციას აწყობენ

რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, ამიტომ, ისინი ვერც არჩევნებს იგებენ და ვერც რევოლუციას აწყობენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება ხედავს – რა არის ფაქტები და რა არის სიმართლე.

„ივლისსა და აგვისტოში საპარლამენტო უმრავლესობა ძალიან აქტიურად მუშაობდა იმისათვის, რომ 12 პუნქტი შესრულებულიყო. ყველა მიმართულებით არის პროგრესი, ეს არის ჩვენ მიერ გაკეთებული საქმე. საზოგადოება ხედავს, როგორ მუშაობდა პარლამენტი, საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე ოპოზიციურ პარტიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, რომლებსაც აქვთ კონსტრუქციული დამოკიდებულება.

რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, საზოგადოება მათ დამოკიდებულებასაც ხედავს. ისინი ყოველდღიურად რადიკალიზმსა და პოლარიზაციაზე საუბრობენ – მათ აქვთ დესტრუქციული როლი. მთავარია, რომ მათ მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა არის ნულოვანი. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც რადიკალურ ოპოზიციას აქვს ძალიან მცირე მხარდაჭერა და ნულოვანი რესურსი რომ რაიმე არეულობა მოაწყოს ქვეყანაში და ომში ჩართოს. იგივე ეხება არჩევნებს. არჩევნებსაც სჭირდება იგივე, რაც ქუჩას, არც იქ აქვთ ხალხის მხარდაჭერა. შესაბამისად, ვერც არჩევნებს იგებენ და ვერც რევოლუციას აწყობენ. ეს არის დღევანდელი რეალობა და ხვალაც ასე იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები