კელი დეგნანი: „ღირსეული პარტნიორი“ შესაძლებლობას იძლევა, გავაუმჯობესოთ ჩვენი ერთობლივი და მრავალეროვნული მზადყოფნა და გავაძლიეროთ სანდო ძალები ევროპის მასშტაბით

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, „ღირსეული პარტნიორი 2022“ აშშ-საქართველოს ერთგულების სიმბოლოა.

როგორც მან სწავლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „ღირსეული პარტნიორი“ შესაძლებლობას იძლევა, გაუმჯობესდეს ერთობლივი და მრავალეროვნული მზადყოფნა და გაძლიერდეს სანდო ძალები ევროპის მასშტაბით.

„სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“ ჩვენი ერთგულების სიმბოლოა, გავაძლიეროთ პარტნიორის შესაძლებლობები და განვავითაროთ ნდობა. ეს სწავლება ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებისას ჩვენი თანამშრომლობის ეფექტიანობას გვიჩვენებს. მკაფიოდ რომ ვთქვა: ეს არის ძლიერი ურთიერთობა, რომელიც აფერხებს პოტენციურ მოწინააღმდეგეს. „ღირსეული პარტნიორი“ შესაძლებლობას იძლევა, გავაუმჯობესოთ ჩვენი ერთობლივი და მრავალეროვნული მზადყოფნა და გავაძლიეროთ სანდო ძალები ევროპის მასშტაბით. მსგავსი სახის სწავლებებით საქართველო მომზადებას გადის და ამავე დროს ხელს უწყობს აშშ-ის, ნატო-სა და პარტნიორი სამხედროების მზადყოფნასა და ურთიერთთავსებადობას, რათა უკეთესად მომზადებული შეხვდნენ დღევანდელ რთულ გამოწვევებს. საქართველოს მზადყოფნა და ვალდებულება, უმასპინძლოს მრავალეროვნულ წვრთნებს, ნათლად გვიჩვენებს საქართველოს, როგორც აშშ-სა და ნატო-ს სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობას. ამერიკის შეერთებულ შტატებს ასევე სურს, აღიაროს და მადლობა გადაუხადოს ყველა იმ ქვეყანას, ვინც მონაწილეობდა „ღირსეულ პარტნიორში“. შეერთებული შტატები განაგრძობს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სამხედრო წვრთნებში ინვესტიციებს, რათა ხელი შეუწყოს რეგიონულ სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და ნდობის ჩამოყალიბებას. „ღირსეული პარტნიორი“ შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს, ისევე როგორც ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს აძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, ერთმანეთის მხარდამხარ გაიარონ წვრთნები და შექმნან უფრო ძლიერი, თავსებადი ძალა, რაც აუცილებელია გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები