რუსთავში 50 წლამდე ქალი სკოლის მესამე სართულიდან გადმოვარდა და დაშავდა

რუსთავში 50 წლამდე ქალი სიმაღლიდან ჩამოვარდა.

დაშავებული მე-15 საჯარო სკოლაში დამლაგებლის პოზიციაზე მუშაობდა.

როგორც სკოლის დირექტორი ამბობს, ქალი მე-3 სართულზე ფანჯრებს წმენდდა, რა დროსაც ის სიმაღლიდან გადავარდა.

შემთხვევა 7 სექტემბერს მოხდა.

დაშავებული ქალი სამკურნალოდ კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ მას ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა. ამ დროისთვის, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ექიმები მის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდებიან.

“კვირა” დეტალებს შს სამინისტროში არკვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები