უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პირველი სექტემბრიდან, 1000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს.
ამის შესახებ უკრაინის პირველმა პირმა ყოველდღიურ შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში აღნიშნა.
„მიმდინარე თავდაცვითი ოპერაციების ფარგლებში, ჩვენმა გმირებმა უკვე გაათავისუფლეს ათობით დასახლებული პუნქტი. დღეს ეს მოძრაობა გაგრძელდა და არის ახალი შედეგები. პირველი სექტემბრიდან დღემდე უკრაინელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს ჩვენი ტერიტორიის ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი. მადლობა ყველას, ვინც ეს უზრუნველყო. მადლობა არმიას, მზვერავებსა და სპეცსამსახურებს ყველა უკრაინული დროშისთვის, რომელიც ამ დღეებში აღიმართა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.