დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა გარდაცვლილ დედოფალს, ელისაბედ II-ს პატივი მიაგო და ახალ მონარქს მხარდაჭერა და ლოიალობა გამოუცხადა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.
„ჩვენ ვიწყებთ ახალ ეპოქას ჩვენი დიდი ქვეყნის ბრწყინვალე ისტორიაში ზუსტად ისე, როგორც მისი უდიდებულესობა ისურვებდა, შემდეგი სიტყვების წარმოთქმით: ღმერთო, დაიფარე მეფე“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.