დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის გარდაცვალების შემდეგ, მეფე ჩარლზი განცხადებას ავრცელებს.
„ჩემი საყვარელი დედის, მისი უდიდებულესობა დედოფლის გარდაცვალება ჩემთვის და ჩვენი ოჯახის ყველა წევრისთვის უდიდესი მწუხარების მომენტია.
ჩვენ ვგლოვობთ დაფასებული მონარქისა და საყვარელი დედის გარდაცვალებას. ვიცი, რომ მის დაკარგვას მთელ ქვეყანაში, სამეფოებსა და თანამეგობრობაში და მსოფლიოს გარშემო უამრავი ადამიანი მწვავედ იგრძნობს.
ამ გლოვისა და ცვლილებების მომენტში, მე და ჩემს ოჯახს გვანუგეშებს და გვაძლებინებს ცოდნა იმ პატივისცემისა და დიდი სიყვარულის შესახებ, რაც დედოფლის გარშემო ასე ფართოდ იყო გავრცელებული“, – აღნიშნულია მეფე ჩარლზის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.
A statement from His Majesty The King: pic.twitter.com/AnBiyZCher
— The Royal Family (@RoyalFamily) September 8, 2022