დიდი ბრიტანეთის დედოფლის 70-წლიანი მმართველობის შემდეგ, სამეფო ტახტს მისი უფროსი ვაჟი, პრინცი ჩარლზი დაიკავებს.
პროტოკოლის თანახმად, ბრიტანელი მონარქის გარდაცვალების გამო, წევრთა საბჭო სენტ ჯეიმსის სასახლეში შეიკრიბება და მას მეფედ დანიშნავს.
აღსანიშნავია, რომ ტახტზე ასვლის შემდეგ, ჩარლზს ექნება უფლება, თავად აირჩიოს ნებისმიერ სახელი, რომელსაც მეფობისას ატარებს.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.