ირაკლი კობახიძე – ვიოლა ფონ კრამონზე: არსად არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან ან სხვასთან

“ვიოლა ფონ კრამონთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ცნობილი. მისმა განცხადებებმა, რომლებიც მან აკეთა გასული დღეების განმავლობაში, კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რატომ გვაქვს ჩვენ ჩვენი დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„მან ძალიან მძიმე განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ეს რეზოლუცია და კონკრეტულად ის ნაწილი, რომელიც ივანიშვილის დასანქცირებას ეხებოდა, შემუშავდა ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობით. ასეთ რაღაცას რომ ლაპარაკობს ადამიანი, ის არსად არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან ან სხვასთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები