“დავით არახამია აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ადამიანია, რომელიც საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობას აზიანებს და არის “ნაციონალური მოძრაობის” უკრაინული ფილიალი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დავით არახამიას ბექგრაუნდი დღესაც კი უკრაინის ანტიკორუფციული სამსახურის შესწავლის საგანია.
„არახამიას ეს განცხადებები ემსახურება მხოლოდ ქვეყნებს შორის ურთიერთობების დაზიანებას, საერთაშორისო სასანქციო სისტემის დაზიანებას და მიზნად ისახავს ძალიან ბინძურ მიზანს, საქართველოს შიგნით პოლიტიკური ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. ეს არის ამ ინდივიდის საქმიანობა. დავით არახამიას ბექგრაუნდი დღესაც კი უკრაინის ანტიკორუფციული სამსახურის შესწავლის საგანია, რადგან ღია სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია ჰუმანიტარული ტვირთის დატაცებასა და გაფლანგვაზე, ერთ-ერთი ფიგურანტია საქმეში – 22 საგზაო კონტეინერი, 329 რკინიგზის ვაგონი და 220 ტრაილერის გაქრობა ზაპოროჟიისთვის გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება. ამიტომ, არახამიას რისგან უნდა თავის დაძვრება, ეს ცალკე საკითხია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.