საბერძნეთი ნატოსა და გაეროს თურქეთის პრეზიდენტის „პროვოკაციული განცხადებების“ გამო ოფიციალური წერილით მიმართავს და ანკარის ქმედებების დაგმობისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.
„თურქეთის დამოკიდებულება ნატოს დესტაბილიზებისა და ერთიანობის რღვევის ფაქტორია, რაც ალიანსის სამხრეთ ფლანგს კრიზისის მომენტში ასუსტებს“, – აღნიშნულია საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ იენს სტოლტენბერგისთვის გაგზავნილ წერილში.
მიმდინარე კვირის დასაწყისში ევროკავშირმა ერდოღანის განცხადებების გამო შეშფოთება გამოთქვა, რომელიც საბერძნეთს ეგეოსის ზღვის დემილიტარიზებული კუნძულების ოკუპაციაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ როცა დრო დადგება, თურქეთი მზადაა „გააკეთოს ის, რაც საჭიროა“.