მიხეილ სარჯველაძე: არასდროს ყოფილა იმდენად პერსპექტიული საქართველოს ევროპული მომავალი, როგორც ის დღეს არის
“ევროპული სტრუქტურებიდან მივიღეთ მძლავრი სიგნალი, რომ საქართველოს სამომავლო ევროპული პერსპექტივა არის უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არასდროს ყოფილა იმდენად პერსპექტიული საქართველოს ევროპული მომავალი, როგორც ის დღეს არის.
“ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ის, რომ ევროპული სტრუქტურებიდან მივიღეთ ასეთი მძლავრი სიგნალი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სამომავლო ევროპული პერსპექტივა არის უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე საკუთარი პერსპექტიულობის ხარისხის მიხედვით. ანუ არასდროს ყოფილა იმდენად პერსპექტიული საქართველოს ევროპული მომავალი, როგორც ის დღეს არის. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, იმ მცდარი მოსაზრებებით და დეზინფორმაციით, რითაც კვებავდა დესტრუქციული ოპოზიცია საზოგადოებას, აღმოჩნდა აბსოლუტურად მტკნარი ტყუილი. ეს ცივი შხაპი, რომელიც მიიღო ოპოზიციის ამ ფლანგის პოზიციამ, ეს არის თვალშისაცემი“, – აცხადებს სარჯველაძე.