ირაკლი კობახიძე – ოპოზიციაზე: საკუთარ ქვეყანას და ხალხს მტრობენ
“ეს უსამშობლო ხალხია, არც სახელმწიფო ადარდებთ, პირიქით, სახელმწიფოს, საკუთარ ქვეყანას და ხალხს მტრობენ”, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კითხვას, რომელიც ოპოზიციის მხრიდან მმართველი გუნდის მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს ეხებოდა.
კობახიძის თქმით, მთავარი შემფასებელი ქართული საზოგადოებაა.
„ეს არის უსამშობლო ხალხი, არც სახელმწიფო ადარდებთ და პირიქით, სახელმწიფოს, საკუთარ ქვეყანას და ხალხს მტრობენ. აქედან გამომდინარე, პირდაპირ არიან დაინტერესებული იმით, რომ არც ევროინტეგრაცია წავიდეს წინ, არც ქვეყანა წავიდეს წინ. ამის უკან რა დგას, ამაზე საზოგადოებასაც შეუძლია მსჯელობა და შეიძლება ჩვენც ვისაუბროთ უფრო ფართოდ, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ისინი საკუთარ ქვეყანას არ ემსახურებიან და პირიქით, დგანან იმ სამსახურში, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ინტერესებს და ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. მთავარი შემფასებელი არის ქართული საზოგადოება, საზოგადოება ამას ხედავს, აფასებს და ამის შედეგია, საბოლოოდ, ის, რომ ყველა არჩევნებზე ჩვენ გვაქვს მოსახლეობის ხან 48 ხან 47%-ის მხარდაჭერა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.