“დოკუმენტი შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან და ამაზე აბსოლუტურად ვერავინ ვერაფერი თქვა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „მოსმენების შესახებ“ კანონზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსისგან მხოლოდ აბსურდული პოზიცია მოისმინა.
„არავითარი მყარი, ძლიერი არგუმენტი არ იქნა წარმოდგენილი ოპოზიციის მხრიდან კანონიერი მოსმენების თემასთან დაკავშირებით. ეს დოკუმენტი შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან და ამაზე აბსოლუტურად ვერავინ ვერაფერი თქვა. რამდენიმე ოპოზიციონერის გამოსვლა მოვისმინე, სრული აბსურდი იყო, რასაც ამბობდნენ. ნული სამართლებრივი არგუმენტაცია, უბრალოდ – ცარიელი სიტყვები და ზოგადი საუბარი გაუგებარ თემებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვქონდა სხვა ალტერნატივა – ნული სამართლებრივი არგუმენტაცია ამ კანონის წინააღმდეგ, ამიტომ, ვეტო დაძლეულ იქნა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.