„ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ – ლიტერატურული კონკურსის ფინალისტები ცნობილია

ლიტერატურული კონკურსის „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ ფინალისტები ცნობილია. ოპრგანიზატორების ინფორმაციით, ესენი არიან:
1. ანა ერისთავი;
2. ამანდა ბოლქვაძე;
3. ნინო ბარამაშვილი;
4. მარიამ წიწრიაშვილი;
5. მარიამ თუთბერიძე;
6. ნინო აბესაძე;
7. ნინო რუხაია;
8. სალომე გამისონია;
9. სესილი ერაგია;
10. ქრისტინე ქაშიბაძე.
ლიტერატურული კონკურსის ფინალისტები იმპროვიზაციულ ტურში გადაინაცვლებენ, რომელიც სექტემბრის ბოლოს ანაკლიაში გაიმართება.
დაგეგმილ წერით სესიაზე მოსწავლეები ჟიურის წევრებთან ორ დღეს არაფორმალურ გარემოში გაატარებენ და ექნებათ საშუალება, გაეცნონ იმ თანამედროვე ქართველ ავტორებს, რომლებიც აფხაზეთის შესახებ წერენ.
იმპროვიზაციულ ტურში ფინალისტებმა კონკურსის ჟიურისგან მიცემული დავალების მიხედვით, წინასწარ განსაზღვრულ დროში უნდა შექმნან ლიტერატურული ნაწარმოებები, რომლებიც კონკურსის დასასრულს ერთ წიგნად გამოიცემა. დასკვნით ეტაპზე კი გამოვლინდება სამი საუკეთესო ნაწარმოების ავტორი, რომელთაც სპეციალური პრიზები გადაეცემათ.
ლიტერატურული კონკურსის „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ მიზანია, ახალგაზრდა თაობას გაუღრმავდეს ცოდნა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მიიღონ ინფორმაცია ისტორიული, კულტურული თუ სოციალური კონტექსტის შესახებ, გაეცნონ იმ ღირებულებებსა და ფასეულობებს, რაც საუკუნეების განმავლობაში ამყარებდა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები