მომიტინგეები სტამბოლში ცრემლსადენი გაზით დაშალეს

  სტამბოლში კვლავ ანტისამთავრობო აქცია გამართეს. ტაქსიმის მოედანსა და გეზის პარკთან ასობით ახალგაზრდამ საპროტესტო აქცია ინტერნეტცენზურის შესახებ ახალი კანონპროექტის წინააღმდეგ მოაწყო. კანონპროექტის მიხედვით, ხელისუფლებას საშუალება ექნება ინტერნეტმომხმარებელს ნებისმიერი რესურსი დაუბლოკოს იქამდე, ვიდრე მომხმარებელი ინფორმაციის მისაღებად სასამართლო ორდერს არ მიიღებს. საპროტესტო მიტინგი მშვიდობიანი იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც დოკუმენტი პარლამენტმა დაამტკიცა, აქცია პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. პოლიციამ აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშალა, ხოლო ათობით დემონსტრანტი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები