ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერი და, შესაბამისად, ქვეყნის პრემიერმინისტრი 47 წლის ელიზაბეტ ტრასი გახდა.
კონსერვატორული პარტიის წევრებს შორის კენჭისყრა 2 სექტემბერს დასრულდა.
ფინალში ტრასის მეტოქე ყოფილი ფინანსთა მინისტრი, რიში სუნაკი გავიდა.
ლიზ ტრასი, დედოფლის დანიშვნის შემდეგ, უფლებამოსილების შესრულებას ხვალიდან, 6 სექტემბრიდან შეუდგება.