რატი იონათამიშვილი: არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ვეტო არ დავძლიოთ, საზოგადოებაც ნახავს, რომ ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული

“არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ვეტო არ დავძლიოთ. კომიტეტის სხდომაზე მოხდება მსჯელობა, საინტერესო იქნება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის პოზიციებიც”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ე.წ. მოსმენების კანონზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებაც ნახავს, რომ ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„სამართლებრივი არგუმენტები ვერ მოვისმინეთ, არათუ წონადი, არამედ ელემენტარული არგუმენტებიც კი. რაც შეეხება ევროპულ მოდელებსა და პრაქტიკებს, ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მიერ შემოთავაზებული ვერსია გაცილებით უფრო მეტად არის ორიენტირებული ადამიანის უფლებებზე. შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ვეტო არ დავძლიოთ. კომიტეტის სხდომაზე მსჯელობა იქნება, საინტერესო იქნება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის პოზიციებიც. საზოგადოებაც ნახავს, რომ ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა იონათამიშვილმა. 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები