კრემლი თანამდებობიდან კადიროვის შესაძლო წასვლას გამოეხმაურა
კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი თანამდებობიდან ჩეჩნეთის ხელმძღვანელის, რამზან კადიროვის შესაძლო წასვლას გამოეხმაურა.
როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, კადიროვის განცხადება, ჯერჯერობით, ქმედებაში არ გადასულა.
„ასეთი მესიჯები მოვისმინეთ, მაგრამ, ასე ვთქვათ, ჯერჯერობით, თუ სწორად გავიგე, ეს მესიჯები არანაირად არ განხორციელებულა. ჯერჯერობით, ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ ის ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობას აგრძელებს“, – განაცხადა პესკოვმა.
რამდენიმე დღის წინ რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ რუსეთის გუბერნატორებს შორის ყველაზე ხანგრძლივად ინარჩუნებს პოსტს.
„მე თვითონ შევამჩნიე, რომ გამიგრძელდა სავარძელში ჯდომა. მე ვფიქრობ, რომ სრულად დავიმსახურე განუსაზღვრელი და ხანგრძლივი შვებულება”, – თქვა მან.