ანდრია ჯაღმაიძე: სლავურ ლოცვაზე კიდევ სცადეს სკანდალის აგორება და ამჯერად ბულგარელი სასულიერო პირები აღმოჩნდნენ
სვეტოცხოველში სლავურად მსახურებაზე პირველად რომ ატყდა განგაში და ეკლესიის დადანაშაულების ტალღა ააგორეს, აღმოჩნდა – რომ უკრაინელები მდგარან ლოცვაზე და უკრაინელებს ქართულად ხომ არ აიძულებ ლოცვას და ჩაწყნარდა ეს საკითხი, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.
“სლავურ ლოცვაზე კიდევ სცადეს სკანდალის აგორება და ამჯერად ბულგარელი სასულიერო პირები აღმოჩნდნენ. ვერც ბულგარელებს აიძულებ ქართულად ლოცვას.
შეიძლება ზუსტად არ ვამბობ, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, ძირითადად ისეთი ხალხი შფოთავს სლავურ ენაზე კვერექსის მოსმენისას, ქართულ წირვასაც რომ არ ესწრება.
ისე გამოდის რომ ჩვენ ძირითადად ქართულ წირვას ვისმენთ და ისინი კი სლავურს””, – წერს ჯაღმაიძე