გურჯაანში ორსული გარდაიცვალა

გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსში” ორსული გარდაიცვალა.  არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მძიმე მდგომარეობაში იყო. ის კლინიკაში ოჯახის წევრებმა მიიყვანეს.

კლინიკის წარმომადგენლის, გელა ორველაშვილის თქმით, ქალმა მკვდარი ნაყოფი იმშობიარა, ოპერაციის  შემდეგ კი თვითონაც გარდაიცვალა.

“დღეს დილით თვითდინებით შემოვიდა მშობიარე გოგონა, რომელმაც მკვდარი ნაყოფი იმშობიარა. საჭირო გახდა ოპერაციული ჩარევა. ოპერაციის შემდგომ გარდაიცვალა. ბავშვიც და დედაც ექსპერტიზის ბიუროშია”,- განაცხადა ორველაშვილმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით “კვირა” შსს-ს დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები