აჭარის მთავრობის დაფინანსებით, 50 სტუდენტი სწავლას საზღვარგარეთ გააგრძელებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე – თორნიკე რიჟვაძე, აჭარის განათლების მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად, პროგრამის – ,,სწავლა საზღვარგარეთ” გამარჯვებულებს შეხვდა და წარმატებები უსურვა.

პროგრამა აჭარის განათლების სამინისტროს მიერ ფინანსდება და მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიიღონ განათლება მარკეტინგის, სამართალმცოდნეობის, ბიოლოგიის, ეკოლოგიის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებებით. პროგრამის მიზანია ახალგაზრდა და ნიჭიერი კადრების აკადემიური განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო კონტაქტების დამყარება და საერთაშორისო გამოცდილების შეძენა.

ასევე, მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, 2022 წლიდან პირველად, საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების პროგრამაში საბაკალავრო საფეხურის სტუდენტები ჩაერთვებიან. წელს საზღვარგარეთ სწავლის მისაღებად საზღაო აკადემიის საბაკალავრო საფეხურის 13 სტუდენტი გაემგზავრება.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პროგრამის ბიუჯეტი მუდმივად მზარდია და 2022 წელს 800 ათასი ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები