ზემო ნატანების უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის საჭირო სამუშაოების 70 % უკვე შესრულებულია.
წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, პირველად სოფლის ისტორიაში, წყალმომარაგების ცენტრალიზებული ქსელი, ჭაბურღილები, რეზერვუარი და საქლორატორო ეწყობა.
პროექტის შედეგად, ნატანების მოსახლეობა უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, სამუშაოებს 3 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.