დიდ დიღომში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა

დიდი დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულია სამი ადამიანი, ცოლ-ქმარი და ორ წლამდე ბავშვი. სამივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები