სიღნაღის სახვითი ხელოვნების ფესტივალი დასრულდა
აგვისტოს ბოლოს, სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა სიღნაღის სახვითი ხელოვნების ყოველწლიურ ფესტივალს უმასპინძლა.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ფესტივალის მიზანი მხატვრებისა და მოქანდაკეებისთვის შემოქმედებითი სივრცის შექმნა და სახვითი ხელოვნების ამ დარგების განვითარების ხელშეწყობა იყო.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ფესტივალის მიზანი მხატვრებისა და მოქანდაკეებისთვის შემოქმედებითი სივრცის შექმნა და სახვითი ხელოვნების ამ დარგების განვითარების ხელშეწყობა იყო.
წელს საკონკურსო პროგრამა ფერწერითა (აკრილი) და მცირე ქანდაკებით (ხე, ლითონი, თაბაშირი) განისაზღვრა.
ფესტივალში პროფესიონალი მხატვრები და მოქანდაკეები მონაწილეობდნენ.
კონკურსის ჟიურის წევრები იყვნენ: მხატვარი ყარამან ქუთათელაძე, მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქია და ფილოსოფოსი დავით ანდრიაძე. საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხრიდან პროექტს კურატორობდა ხელოვნებათმცოდნე ნანა შერვაშიძე, საორგანიზაციო მხარდაჭერას უწევდა სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის გუნდი.
ფესტივალის ჟიურის გადაწყვეტილებით, მონაწილეთათვის განკუთვნილი ფულადი ჯილდო ყველას თანაბრად გადაუნაწილდა. კონკურსის მონაწილეებს სერტიფიკატები პარლამენტის წევრმა დავით სონღულაშვილმა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილემ თეონა ჯაყელმა გადასცეს.