ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირმა გაზის საცავების 80% დაგეგმილ ვადაზე ორი თვით ადრე შეავსო. შესაბამისი განცხადება ურსულა ფონ დერ ლაიენმა “ტვიტერზე” დაწერა.
„ევროკავშირის დონეზე, ჩვენ უზრუნველვყოფთ წყაროების დივერსიფიცირებას, ვზოგავთ ენერგიას და ვინახავთ მას. ჩვენი გაზის საწყობი უკვე 80%-ითაა შევსებული, მაგრამ იმისთვის, რომ შევამციროთ ჩვენი დამოკიდებულება რუსულ წიაღისეულ საწვავზე, განახლებადი წყაროები გვჭირდება“, – წერს ლაიენი.
At EU level, we diversify sources, save energy and store it. Our gas storage is already filled at 80%.
But to cut our dependence on Russian fossil fuels, we need renewables.
The commitments taken today would already deliver 1/3 of our 2030 target for offshore wind in the EU. pic.twitter.com/4JBZLPbHXU— Ursula von der Leyen (@vonderleyen) August 30, 2022