ხობში „ახალგაზრდული დღეების“ დასკვნითი ღონისძიებები გაიმართა
ხობში „ახალგაზრდული დღეების“ დასკვნითი ღონისძიებები გაიმართა.
ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში აკაკი დევიძის ვოდევილის ,,ცოლი ხუთი წუთის” მიხედვით დადგმული სპექტაკლის – ,,სტუდენტური ოინების’’ ჩვენება, ხოლო ცენტრალურ პარკში – ბაკო ალანიას ბენდის კონცერტი გაიმართა.
სპექტაკლს ხობის მუნიციპალიტეტის მერი – დავით ბუკია, მერის მოადგილე დავით – ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ახალგაზრდული დღეების“ ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ახალგაზრდების მონაწილეობით კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა.