ნანუკა ჟორჟოლიანმა დავით კეზერაშვილს საფრანგეთში ჩააკითხა

ნანუკა ჟორჟოლიანი საფრანგეთში დავით კეზერაშვილის მოსანახულებლად იმყოფებოდა, – ამის შესახებ მან პორტალ “კვირას“ თავად განუცხადა. ჟურნალისტი ფეისბუქის პირად გვერდზე მისი და დავით კეზერაშვილის ერთობლივ ფოტოსაც აქვეყნებს.
როგორც ჟორჟოლიანმა  “კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, ფოტო ახალი გადაღეულია.
“მე და დათო დიდი ხნის, ძალიან ახლო მეგობრები ვართ, მის სანახავად ვიყავი ჩასული საფრანგეთში, ახლა კი უკან ვბრუნდები“, – აღნიშნა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები