შატილში ხელოვნების მასწავლებელმა, მარგარეტ დაიაურმა “აწარმოე საქართველოს” გრანტი მოიგო

შატილში ხელოვნების მასწავლებელმა, 25 წლის მარგარეტ დაიაურმა “აწარმოე საქართველოს” გრანტი მოიპოვა.

მარგარეტი პროფესიით სამკაულების დიზაინერია. მას შემდეგ, რაც ოჯახი შექმნა და საცხოვრებლად ხევსურეთში დაბრუნდა, კუთხის კულტურული პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის სახელოსნოს მოწყობა და ხევსურული სამკაულების შექმნა გადაწყვიტა. პროექტიც დაწერა, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ გააგზავნა და გრანტიც მოიპოვა.

“აწარმოე საქართველოს გრანტი მოვიგე ! 21000 ლარით დააფინანსეს ჩემი ბიზნესიდეა, სახელოსნოსა და საგამოფენო სივრცეზე. ჯამურად, თანადაფინანსებიანად 24000 ლარი”, – წერს სოციალურ ქსელში მარგარეტ დაიაური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები