პოლონეთის პრემიერი ემანუელ მაკრონს უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების დაჩქარებისკენ მოუწოდებს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების დაჩქარებისკენ მოუწოდებს.
აღნიშნულის შესახებ პოლონეთის პრემიერმა პარიზში ვიზიტით ყოფნისას განაცხადა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებები გამართა.
„ჩვენი შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინაში არსებულ ვითარებას დაეთმო. მე ვისაუბრე იმაზე, რასაც ჩვენი მხრიდან ვხედავთ და ასევე ვთხოვე პრეზიდენტს უზრუნველყოს [უკრაინისათვის] იარაღის სწრაფი მიწოდება, გაზრდილი ფინანსური მხარდაჭერა. ომში მყოფი სახელმწიფო თავის მოკავშირეებს უნდა ეყრდნობოდეს“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.