შოლცი პირობას დებს, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება
გერმანია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
გერმანიის ლიდერმა ევროკავშირს გაფართოებისკენ მოუწოდა, რომელიც უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს მოიცავს.
„ჩვენი ევროპა გაერთიანებულია მშვიდობითა და თავისუფლებით და ღიაა ყველა ევროპელი ერისთვის, ვინც იზიარებს ჩვენს ღირებულებებს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
მისი თქმით, გერმანიამ უკანასკნელ თვეებში უკრაინის მიმართ სამხედრო მხარდაჭერის საკითხში ფუნდამენტური ცვლილებები განიცადა.
„საიმედოდ გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას და უპირველეს ყოვლისა, იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.