სამუშაო შეხვედრაზე „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონში განსახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ორგანიზებით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრის -„საქპატენტის” და ვიკიპედია საქართველოს ჯგუფის წარმომადგენლები.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების” შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს. განიხილეს საავტორო და მომიჯნავე უფლებების კანონში იმგვარი ცვლილებების განხორციელების გზები, რაც გამოხატვის თავისუფლებას შესაძლებელს გახდის ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვის გარანტიებით. კერძოდ, საუბარი შეეხო ე. წ. „პანორამის თავისუფლებით” სარგებლობის უფლებებს. შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო გეგმაზე და სამუშაოს შემდგომ ნაბიჯებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები