შალვა მატუაშვილის დაბადების დღე და „ავტოპორტრეტი“

დღეს შალვა მატუაშვილს 63 წელი შეუსრულდა. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის ულოცავს მხატვარს დაბადების დღეს და მის „ავტოპორტრეტს“ აქვეყნებს.
„შალვა მატუაშვილი მიეკუთვნება 80-იანელთა თაობას. მისი გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები რეალისტური-ფიგურატიული ტრადიციების მატარებელია. მხატვრის ნამუშევრები, სხვა 80-იანელთა თაობის წარმომადგენელთა მსგავსად, უარყოფს რეალიზმს და ამ უკანასკნელს ანაცვლებს ბიბლიურ-მითოლოგიურ-ისტორიული შრეებით მიღწეული ანაქრონიზმით, სადაც დრო და სივრცე მედიტაციის გზით უნდა იკვლიო. მატუაშვილთან ქალის ნიუ მუდმივად მეორდება საჯარო თუ კამერულ გარემოში. ქალი მშვენიერებისა და აპოლონური მოდელის მიღმა, ენიგმატური მდგომარეობის აღმნიშვნელია, თითქოს ირღვევა მშვენიერების გაგება და მისი გადააზრება ესთეტიკური ტკბობის გაგებას აღემატება. ამ დგომარეობას აძლიერებს შუქ-ჩრდილისა და ფერთა გამის კომპლექსური მოდელირება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შალვა მატუაშვილი. „ავტოპორტრეტი“. 2012. ტილო, ზეთი.
ნამუშევარი დაცულია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის კოლექციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები