ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, 1924 წელს ჭიათურის აჯანყებაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა – გივი მოდებაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილთან, მერის მოადგილეებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, 1924 წელს ჭიათურის აჯანყებაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

1924 წელს საბჭოთა საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყება უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა.

შედგენილი გეგმის მიხედვით, აჯანყება ყველა ქალაქსა და მაზრაში ერთდროულად -29 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო. ჭიათურაში აჯანყება ერთი დღით ადრე, 28 აგვისტოს დაიწყო. ამბოხებულებმა შეძლეს ჭიათურისა და ზოგიერთი ქალაქის აღება. ჭიათურაში ემიგრირებული მთავრობის იურისდიქციის აღდგენა გამოცხადდა. საბჭოთა მთავრობამ აჯანყება სისხლში ჩაახშო. ჭიათურიდან სატვირთო მატარებლის ვაგონებით წამოყვანილი ტყვეები შორაპნის სადგურზე დახვრიტეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები