ქვემო ქართლის ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის შექმნის თაობაზე გიორგი დოხტურიშვილი, მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა
,,ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის შექმნა ერთ-ერთ მთავარ და პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს ქვემო ქართლის რეგიონისთვის.
შეხვედრის ფარგლებში, განვიხილეთ სააგენტოს ფუნქციები და საქმიანობა, ვიმსჯელეთ ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის შექმნის აუცილებლობაზე და დავგეგმეთ სამომავლოდ გასატარებელი რეფორმები”, – ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა განაცხადა.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხოველთა თავშესაფარი მიმართულია ცხოველთა დაავადებების გავრცელების თავიდან აცილებისაკენ და პოპულაციების კონტროლის უზრუნველსაყოფად. სამუშაო შეხვედრას, რომელიც ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, თბილისის, კახეთის და შიდა ქართლის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელები და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.