„ქვიშხეთი, ლიტსოლ ფესტი” – თანამედროვე მწერლებთან შეხვედრა-დისკუსიები გაიმართება
30 აგვისტოს, საღამოს 5 საათიდან, დიმიტრი ყიფიანის სახლ–მუზეუმში, „ქვიშხეთი ლიტსოლ ფესტი” – შეხვედრები და დისკუსიები თანამედროვე მწერლებთან გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის სლოგანია: „გამოცდილება, როგორც მწერლობა”.
ავტორები მოდერატორებთან ერთად ისაუბრებენ, როგორ მუშაობენ ტექსტზე, რა მნიშვნელობა და ადგილი აქვს გამოცდილებას ლიტერატურაში და ა.შ.
მონაწილეობენ. დიანა ანფიმიადი, ზურა ჯიშკარიანი, ნატალია ტროხიმი, გიო ლომიძე, თორნიკე სიბაშვილი, სოფიკო დუმბაძე, ივა ფეზუაშვილი, ცოტნე ავსაჯანიშვილი.
ღონისძიების მხარდამჭერია დიმიტრი ყიფიანის სახლ–მუზუმი და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია.