პაკისტანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა
პაკისტანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა უკვე ათასს გადააჭარბა. შესაბამის ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში უკვე 1 033 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის – 348 ბავშვი, 1 527 ადამიანი კი დაშავებულად მიიჩნევა.
შეგახსენებთ, მდინარეების ადიდების გამო, პაკისტანში ათასობით ადამიანის ევაკუაცია დაიწყო.