კუნძულ სახალინზე ტაძარში ორი ადამიანი მოკლეს
ტაძარში შეიარაღებულმა პირმა ორი ადამიანი მოკლა. შემთხვევა რუსეთის კუნძულ სახალინზე მოხადა. BBC-ის ინფორმაციით, კუნძულ სახალინზე შეიარაღებული პირის მხრიდან ტაძარში ცეცხლის გახსნას ორი ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა. გარდაცვლილია ეკლესიის მონაზონი და მრევლი. გარდა ამისა, ექვსი პირი დაიჭრა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
თავდამსხმელი ადგილზე დააკავეს, რომელიც დაახლოებით 25 წლისაა და კერძო დაცვის სამსახურში მუშაობდა.