საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ევროპის ჩემპიონატის მონაწილეებს, მწვრთნელს, ძალოსნობის დარბაზის ხელმძღვანელს შეხვდნენ და გამარჯვება მიულოცეს

აგვისტოში პოლონეთში ჩატარებულ 15 და 17 წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საჩხერელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს.

გერვასი თაბაგარმა 96 კგ წონით კატეგორიაში სამი ოქროს მედალი და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო ლერი ნეფარიძე 61 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს და ორ ვერცხლის მედალს დაეუფლა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა. მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გაგა დარბაიძემ და მერის მოადგილემ ოთარ ომიაძემ სპორტსმენებს ფულადი ჯილდო 1 000 და 800 ლარის ოდენობით, მედლები და სხვა სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. ფულადი და სამახსოვრო პრიზებით დაჯილდოვდა გამარჯვებულების პირადი მწვრთნელი ირაკლი გაბრიჭიძე.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ნაკრების ცამეტმა ძალოსანმა 37 სხვადასხვა სინჯის მედლის მოპოვება შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები