ჰააგა ითხოვს, რომ ევროკავშირის სანქციებიდან გამონაკლისი დაუშვან და ქალაქს 2023 წლის 1-ელ იანვრამდე ბუნებრივი აირის „გაზპრომისგან“ შეძენის უფლება მისცენ

ნიდერლანდების სამეფოს ქალაქი ჰააგა ითხოვს, რომ ევროკავშირის სანქციებიდან გამონაკლისი დაუშვან და ქალაქს 2023 წლის პირველ იანვრამდე ბუნებრივი აირის „გაზპრომისგან“ შეძენის უფლება მისცენ.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები წევრი ქვეყნების მთავრობებსა და საჯარო უწყებებს ავალდებულებს, რუსულ კომპანიებთან დადებული კონტრაქტები 10 ოქტომბრამდე გააუქმონ.

მედიის ცნობით, ჰააგისთვის ეს ნიშნავს, რომ მან გაზის ახალი მიმწოდებელი უნდა იპოვოს, რათა ჩაანაცვლოს „გაზპრომთან“ არსებული ხელშეკრულება.

ქალაქის ხელისუფლება აცხადებს, რომ ევროკავშირის მასშტაბით ტენდერი ჩაატარა ივნისსა და ივლისში, მაგრამ პოტენციური მიმწოდებლებისგან წინადადებების მიღება ვერ მოხერხდა.

მათივე თქმით, ბუნებრივი აირის ახალი მიმწოდებლების პოვნა ინდივიდუალური მოლაპარაკებების გზით მოხერხდება, თუმცა სავარაუდოდ არა 10 ოქტომბრამდე.

„ჩვენ ვითხოვთ სანქციებიდან გამონაკლისის დაშვებას 2023 წლის პირველ იანვრამდე“, – აცხადებენ ჰააგის საკრებულოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები