უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგასთან, ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარი გამართა.
აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„[ჯო ბაიდენს] მადლობა გადავუხადე აშშ-ის ურყევი მხარდაჭერისთვის, როგორც უსაფრთხოების, ასევე ფინანსურ სფეროში. განვიხილეთ უკრაინის შემდგომი ნაბიჯები აგრესორზე გამარჯვების გზაზე და ომის დანაშაულებისთვის რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მნიშვნელობა“, – წერს ზელენსკი Twitter-ზე.