უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი მიიჩნევს, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში უკვე ყველა თავისი კოზირი გამოიყენა.
მისი თქმით, კრემლის მთელი პოლიტიკა „ფსონების ამაღლების“ თამაშს ეფუძნება, ამიტომ სხვა ქვეყნებს მისი გაბრაზების ეშინიათ.
„ბევრს ჯერ კიდევ ეშინია „დათვის“ გაბრაზების, მაგრამ ყველაფერი, რისი ჩვენებაც შეეძლო რუსეთს, გარდა მასობრივი განადგურების იარაღისა, ნაჩვენებია. ყველა კოზირი გამოყენებულია. ყველაფერი დანარჩენი პროპაგანდაა. არ არის საჭირო გვეშინოდეს, დახმარება უნდა გავზარდოთ“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის გაზრდის შესახებ.