პუტინი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ორ მილიონამდე გაზრდის – პრეზიდენტმა განკარგულება გასცა

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ექვსი თვის შემდეგ, კრემლის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდის განკარგულება გასცა.

განკარგულების თანახმად, 2023 წელს რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა თითქმის 2,04 მილიონ ადამიანამდე გაიზრდება.

სამხედრო მოსამსახურეთა რიცხოვნობა, მათ შორის კონტრაქტით, 137 ათასი ადამიანით გაიზრდება და დაახლოებით 1.15 მილიონი ჯარისკაცს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის განკარგულების თანახმად, რუსეთის არმიაში მილიონ 903 ათასი სამხედრო მსახურობდა.

რუსული არმიის რაოდენობის გაზრდის ოფიციალური მიზეზი უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები