გივი მიქანაძე – საარჩევნო ცვლილებებზე: ამ საკითხებს დეტალურად გავდივართ და უკვე ვხედავთ, რომ გვაქვს შეთანხმება გარკვეულ საკითხებზე

რეკომენდაციების ნაწილი გავიარეთ. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ წარმატებით. ასევე, გამოიკვეთა კონკრეტული საკითხები, სადაც იყო დაყენებული წინადადებები პოლიტიკური ჯგუფების, ცესკო-ს და სახელმწიფო აუდის სამსახურის მხრიდან, – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა გივი მიქანაძემ საარჩევნო ცვლილებებზე საუბრისას განუცხადა.

„ჩვენ ამ საკითხებს დეტალურად გავდივართ და უკვე ვხედავთ, რომ გვაქვს შეთანხმება გარკვეულ საკითხებზე. აუცილებლად ყველა საკითხზე გვექნება დეტალური და სიღრმისეული მსჯელობა და კონკრეტულ შედეგებამდე მივალთ. ამის წინაპირობაა ის, რომ ძალიან კონსტრუქციულ ვითარებაში მიმდინარეობს განხილვა“, – განაცხადა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები