კობეინი და „არეული მონტაჟი“ – ფილმის ჩვენება გაიმართება

25 აგვისტოს, 21:00 საათზე, კაფე „მზიურში“ ბრეტ მორგენის დოკუმენტური ფილმის „არეული მონტაჟის” (Montage of Heck) ჩვენება გაიმართება, რომელიც ჯგუფ „ნირვანას“ სოლისტის, კურტ კობეინის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე მოგვითხრობს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფილმში მუსიკოსის ბავშვობისდროინდელი ვიდეოები, მისი აუდიო და ტექსტური ჩანაწერები, ნახატები, მეუღლესთან და მცირეწლოვან ქალიშვილთან ურთიერთობის კადრები, Nirvana-ს რეპეტიციები-ფილმში სრულიად უნიკალური არქივია გამოყენებული, რასაც თან საინტერესო ანიმაციური ჩანართებიც ახლავს. ეს ასევე პირველი დოკუმენტური ფილმია, სადაც კობეინის ოჯახის წევრები მასზე საუბრობენ.
„არეული მონტაჟის” პრემიერა 2015 წელს სანდენსის კინოფესტივალზე შედგა.
რეჟისორი – ბრეტ მორგენი; ქვეყანა- აშშ; ხანგრძლივობა -145 წუთი.
პროექტის მიზანია თანამედროვე ქართული საავტორო კინოს პოპულარიზაცია და ბოლო წლების ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის ჩვენება;
კინოს მეშვეობით აქტუალურ თემებზე სხვადასხვა ასაკის მაყურებელთან დისკუსიების წარმართვა;
თანამედროვე ქართველი რეჟისორების ჩართვა და მაყურებლთან შეხვედრების ხელშეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები