„ლუკაშენკო ცინიკურად გვისურვებს „მშვიდობიან ცას“, ეს სისხლით გაჟღენთილი ჯამბაზობა აღრიცხულია და ექნება შედეგები“ – პოდოლიაკი
ლუკაშენკოს ნამდვილად სჯერა, რომ მსოფლიო ვერ ამჩნევს მის მონაწილეობას უკრაინის წინააღმდეგ დანაშაულებში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს.
„ლუკაშენკოს ნამდვილად სჯერა, რომ მსოფლიო ვერ ამჩნევს მის მონაწილეობას უკრაინის წინააღმდეგ დანაშაულებში და ამიტომ, ცინიკურად გვისურვებს „მშვიდობიან ცას“ ჩვენი დაბომბვით. ეს სისხლით გაჟღენთილი ჯამბაზობა აღწერილია და ექნება შედეგები ბარბაროსული რუსეთის იმპერიის დაცემისთანავე“, – წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.