„არ შეიძლება მოლაპარაკება დათვთან, რომელიც შენს ფეხს ჭამს“ – ბორის ჯონსონი რუსეთზე
არ შეიძლება მოლაპარაკება დათვთან, რომელიც შენს ფეხს ჭამს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.
„ახლა არ არის დრო, რომ წამოიწყო რაიმე სუსტი გეგმა მოლაპარაკებებისთვის მათთან, ვინც უბრალოდ არ არის დაინტერესებული. არ შეგიძლია დათვთან მოლაპარაკება მაშინ, როცა ის შენს ფეხს ჭამს და არ შეგიძლია მოლაპარაკება ქუჩის ქურდთან, რომელმაც იატაკზე მიგაჯაჭვა“, – აღნიშნა ჯონსონმა.
ასევე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ეწინააღმდეგება გარკვეული უცხოელი ლიდერების ძალისხმევას პუტინის სახის გადასარჩენად.
„სხვათა შორის, პუტინის „დამცირებაზე“ არ უნდა ვიფიქროთ. დათვის ან ქუჩის ქურდის დამცირებაზე აღარ უნდა ვიფიქროთ. მთავარია უკრაინის სუვერენული მთლიანობის აღდგენა და შენარჩუნება“, – დასძინა ჯონსონმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ომს უკრაინა მოიგებს.